ეკა ბესელია - უმრავლესობის ფორმატში ლაშა თორდიას შემცვლელზე მსჯელობა არ გვქონია
ეკა ბესელია - უმრავლესობის ფორმატში ლაშა თორდიას შემცვლელზე მსჯელობა არ გვქონია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობის ფორმატში მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას შემცვლელზე მსჯელობა არ გამართულა.

„კანდიდატებზე დღეს ნუ ვისაუბრებთ, ჩვენ უმრავლესობის ფორმატში არ გვქონია ამ თემაზე მსჯელობა. მთავარი აუდიტორის შერჩევა დროულად უნდა მოხდეს, რადგან მოქმედ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას მოქმედების ვადა ეწურება. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ძალიან არ უნდა გადაიდოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.