დერიკ როუზმა „კლივლენდი“ აირჩია
დერიკ როუზმა „კლივლენდი“ აირჩია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2011 წლის MVP გამთამაშებელი დერიკ როუზი “კლივლენდ კავალიერზში” გააგრძელებს კარიერას. როგორც The Vertical წერს, კალათბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ყველა იურიდიული ფორმალობაც მოაგვარა.

ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ ცნობილია, რომ როუზი ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ხელფასის სახით 2.1 მილიონ დოლარს მიიღებს.

დერიკ როუზი გასულ სეზონში “ნიუ იორკ ნიქსის” რიგებში თამაშობდა, 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 18.0 ქულა დააგროვა. ამ კალათბურთელზე ასევე აცხადებდნენ პრეტენზიას “ჩიკაგო” და “ლეიკერსი”.