გიორგი ცინცაძის „პოლიტეხნიკა“ ბუქარესტის „სტიაუასთან“ დამარცხდა
გიორგი ცინცაძის „პოლიტეხნიკა“ ბუქარესტის „სტიაუასთან“ დამარცხდა

რუმინეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-4-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი ცინცაძის „პოლიტეხნიკამ“ ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა.

ქალაქ იაშის გუნდი სტუმრად ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, ბუქარესტის „სტიაუას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 63-84 წააგო.

სტუმართა გუნდის ქართველმა კაპიტანმა 29 წუთში 10 ქულა, 7 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა გააკეთა. ცინცაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 4 დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

„პოლიტეხნიკა“ რუმინეთის პირველობაზე მე-10-ე ადგილზეა და მომდევნო ტურში, 5 ნოემბერს, „ტიმიშოარას“ შეხვდება.