​„ვოისის“ მაყურებელს რჩეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემა Facebook-ის საშუალებითაც შეეძლება
​„ვოისის“ მაყურებელს რჩეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემა Facebook-ის საშუალებითაც შეეძლება

მუსიკალური მეგაშოუვოისის“ პირველი პირდაპირი ეთერი შაბათს, 17 აპრილს, 22:00 საათზე დაიწყება. მაყურებლის წინაშე წარდგება სამ-სამი მომღერალი თითოეული მწვრთნელის გუნდიდან.

შაბათს ცნობილი გახდება ნახევარფინალისტების ვინაობა. მაყურებელს რჩეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემა შეეძლება როგორც სატელეფონო ზარების, ისე – Facebook-ის მესენჯერის საშუალებით.

თითოეული გუნდიდან ნახევარფინალის საგზურს ორი მონაწილე მიიღებს, საიდანაც ერთს მაყურებელი გამოავლენს, მეორეს მწვრთნელი გადაარჩენს, ხოლო მესამე სამუდამოდ დატოვებს „ვოისს“.

ხმის მიცემის წესი

ხმის მიცემა დაიწყება უშუალოდ კონკრეტული გუნდის გამოსვლის წინ და შეწყდება მაშინ, როცა სამივე მონაწილე დაასრულებს სიმღერას. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება სატელეფონო ზარებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით.

თითოეული კონკურსანტის მხარდამჭერი ნომერი ცნობილი გახდება უშუალოდ პირდაპირი ეთერის დროს.

ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა შეხვიდეთ ვოისის ოფიციალურ გვერდზე და გახსნათ პირადი შეტყობინების ფანჯარა, სადაც დაგხვდებათ კონკურსანტების ჩამონათვალი. მონიშნავთ იმ კონკურსანტს, რომელიც გსურთ, რომ გადავიდეს ნახევარფინალში.

თითოეულ გუნდში ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ, ერთი მონაწილისთვის არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, „ვოისი“ მაყურებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს – მსურველებს შეუძლიათ, პროექტის ჩაწერის პროცესს დისტანციურად დაესწრონ და მოიპოვონ საკუთარი ადგილი ეკრანზე.

მაყურებლის ჩართვა ხდება პროგრამა „ზუმის“ მეშვეობით. მაყურებელი დაინახავს სტუდიას, ხოლო სტუდიაში მყოფი ხალხი დაინახავს დიდ ეკრანებზე გამოტანილ მაყურებლის გამოსახულებას.

ონლაინჩაწერაზე დასასწრებად, აუცილებელია ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში (The Voice • საქართველოს მაყურებელი) გაწევრიანება, სადაც ყოველი გადაცემის ჩაწერის წინ ​გაზიარდება ბმული.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, რადგან მხოლოდ 100 უნიკალური ადგილია. ვინც პირველი გადავა ბმულზე, ის მოიპოვებს ადგილს, ხოლო დანარჩენებს შეუძლიათ, „ზუმის“ პლატფორმიდან რომელიმე მაყურებლის გასვლის შემდეგ მოიპოვონ ადგილი.

დატოვე კომენტარი