​„ვოისის“ კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დღეიდან შეგიძლიათ
​„ვოისის“ კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დღეიდან შეგიძლიათ

მუსიკალური მეგაშოუ „ვოისის“ კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დღეიდან შეგიძლიათ. აქამდე თითოეული გუნდის წევრისათვის მხარდაჭერა მხოლოდ მათი სცენაზე გამოსვლის დროს იყო შესაძლებელი და წყდებოდა მაშინ, როცა სამივე მონაწილე დაასრულებდა სიმღერას.

აქვე შეგახსენებთ, კონკურსში დარჩენილია რვა მონაწილე. მაყურებელს საშუალება ეძლევა, 10 ხმა მისცეს ერთ კონკურსანტს ან გადაანაწილოს რამდენიმეზე. ამისთვის უნდა შეხვიდეთ ვოისის“ ოფიციალურ გვერდზე და გახსნათ პირადი შეტყობინების ფანჯარა, სადაც შეძლებთ, ხმები გადაანაწილოთ თითოეულ მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი და ათივე ხმა სწორედ მისკენ მიმართოთ.

ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება სატელეფონო ზარებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით.

დატოვე კომენტარი