​ურეკში მაშველებმა ცხრა წლის ბიჭი გადაარჩინეს

15:15, 11.08.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​ურეკში მაშველებმა 9 წლის ბიჭი გადაარჩინეს.

„სომხეთის მოქალაქე, 9 წლის გევორქი, ზღვაში, 50 მეტრის სიღრმეში იყო შესული და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა“, – აცხადებენ უწყებაში.

შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს.

მსგავსი