​თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, ლეჩურთან მაღალი გამავლობის 30-მდე მანქანა არის გაჩერებული
​თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, ლეჩურთან მაღალი გამავლობის 30-მდე მანქანა არის გაჩერებული

​თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე ამ დრომდე რთული ვითარებაა. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, სოფელ ლეჩურთან მაღალი გამავლობის 30-მდე მანქანა არის გაჩერებული. ამის შესახებ პირველ არხს ადგილიდან ტურისტებმა აცნობეს. ეს არის ის ბოლო წერტილი, რომლის შემდეგაც მანქანებს აღარ ატარებენ.

მოძრაობა ყველანაირი სახის ტრანსპორტისათვის აკრძალულია. ტურისტები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ. როდის მოხერხდება გზის გახსნა, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ52 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა.

დატოვე კომენტარი