​საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
​საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ახლად არჩეულ გენერალურ მდივანს, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მზადების საკითხს და საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა სამოქმედო გეგმა და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომლებიც საქართველომ თავისი პრეზიდენტობის ფარგლებში შეარჩია.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და აღნიშნულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დატოვე კომენტარი