​პოლონეთში, ტატრების მთებში მეხის დაცემის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა
​პოლონეთში, ტატრების მთებში მეხის დაცემის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა

​პოლონეთში, ტატრების მთებში მეხის დაცემის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

გარდაცვლილები 46 და 24 წლის ქალები, ასევე ორი 10 წლის ბავშვია. ისინი ტატრებში პოლონეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ.

შტორმი გევონტის მთის მასივის ტერიტორიაზე მოულოდნელად დაიწყო. მეხის დაცემის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება 150 ადამიანს დასჭირდა. 34 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

დატოვე კომენტარი