​მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
​მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

​მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის დეკემბერში, გარდამავალ პერიოდში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესი ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„2022 წლის იანვრიდან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში – გარდამავალ პერიოდში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესი ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს.

დეკემბრის თვეში მიღებულ პირველ ქვითარში მრიცხველიან აბონენტებს აესახათ ნოემბრისა და დეკემბერის ნაწილის გაწეული მომსახურების გადასახადი. ხოლო აბონენტებს, რომელთაც გადასახადი სულადობის შესაბამისად ერიცხებათ, პირველ ქვითარში აესახათ მხოლოდ ნოემბრის თვის მომსახურების საფასური.

რაც შეეხება მეორე ქვითარს, რომელსაც აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს: მრიცხველიანი აბონენტებისთვის ქვითარში ასახული იქნება მხოლოდ დეკემბერის დარჩენილ პერიოდში გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო სულადობით დარიცხვის შემთხვევაში აბონენტებს მეორე ქვითარში აესახებათ დეკემბრის სრული თვის მოხმარებული წყლის საფასური.

მომხმარებელთა მცირე ნაწილი დეკემბერში მიიღებს მხოლოდ ერთ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურის შესახებ“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი