​მაიკ პომპეომ ვენესეულაში რუსეთის ქმედება პროვოკაციად შეაფასა
​მაიკ პომპეომ ვენესეულაში რუსეთის ქმედება პროვოკაციად შეაფასა

​მაიკ პომპეომ ვენესეულაში რუსეთის ქმედება აშკარა პროვოკაციად შეაფასა. ჩილეში ოფიციალური ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოსკოვს მოუწოდა ვენესუელაში არსებული ვითარების კიდევ უფრო დამძიმებისგან თავი შეიკავოს.

პირველი დიპლომატის განმარტებით, ვენესუელაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების ჩასვლა და საწვრთნელი ცენტრის გახსნა აშკარა პროვოკაციაა.

ამასთან ერთად სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ნიკოლას მადუროს ფინანსურ დახმარებას უწევს.

პირველი დიპლომატის განმარტებით, ოფიციალური პეკინის მიზანი ვენესუელაში არსებული კრიზისის კიდევ უფრო გახანგრძლივებაა. როგორც მაიკ პომპეომ აღნიშნა, ჩინეთის მიერ ვენესუელაში ინვესტირებული 60 მილიონი დოლარი ნიკოლას მადურომ გამოიყენა.

ჩილეში ოფიციალური ვიზიტის დროს მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკისთვის გაცილებით საიმედო პარტნიორი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია.

მაიკ პომპეოს ლათინურ ამერიკაში ვიზიტის პარალელურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები კიდევ გააფართოვა.

დატოვე კომენტარი