გია ვოლსკი - 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი გამოხატულება სადიზმისა და საზოგადოებისადმი დამოკიდებულების, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა
7 ნოემბერი არის ერთ-ერთი გამოხატულება სადიზმისა და საზოგადოებისადმი დამოკიდებულების, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ეს არის სიმბოლო, როგორც ის ყავარჯნიანი კაცი იქცა 7 ნოემბრის სიმბოლოდ. ამის მიღმა უამრავი რამ არის ჩადენილი, გაკეთებული და უამრავი ხალხია გაუბედურებული, რომელთა მძიმე მდგომარეობა დღემდე მემკვიდრეობად მოგვყვება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.