​ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე, 57-ე კმ-ზე მეწყრული პროცესის გამო, თუშეთის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია
​ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე, 57-ე კმ-ზე მეწყრული პროცესის გამო, თუშეთის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია

მეწყრული პროცესების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე და 57 კმ-ზე დაზიანდა საავტომობილო გზა და ტრანსპორტის გადაადგილება თუშეთის მიმართულებით აკრძალულია.

როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა განაცხადა, ნისლისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთიდან მოქალაქეების ჩამოყვანა ვერ ხერხდება. მისი თქმით, შს სამინისტროს კუთვნილი ორი ვერტფრენი, რომელმაც გაფრენა განახორციელა, უამინდობის გამო დაშვება ვერ განახორციელა და უკან დაბრუნდა.

„ჩვენ ვაპირებთ თუშეთში მყოფი 80 ადამიანის ჩამოყვანას, მათ შორის არიან უცხოელებიც, თუმცა ნისლისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, მათი ჩამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება. ველოდებით გამოამინდებას“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

დატოვე კომენტარი