დიეგო კოლასი - გვსურს, უვიზო რეჟიმმა გამართულად იმუშაოს, რათა შევინარჩუნოთ, როგორც ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის მაგალითი
უვიზო რეჟიმის ძალიან ხელშესახები მიღწევაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება და განმტკიცება, – ამის შესახებ შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.
როგორც დიეგო კოლასმა განაცხადა, სისტემით ბოროტად სარგებლობის მრავალი შემთხვევაა და ეს ძირს უთხრის ევროპის მიერ უვიზო რეჟიმის მხარდაჭერას და ასევე ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს.
„საქართველოს მრავალი მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს საფრანგეთში. საქართველო ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა, ამიტომ ეს აზრს მოკლებულია. თუმცა, ეს პრობლემაა საქართველოს იმიჯისთვის, ისევე როგორც უვიზო რეჟიმის შემდგომი მხარდაჭერისთვის. ამიტომ რამდენიმე ზომა იქნება მიღებული. პირველი, საქართველოს მსგავსი უსაფრთხო ქვეყნიდან, აპლიკაციების განხილვა ძალიან სწრაფად განხორციელდება და უარის შემთხვევაში, ისინი ასევე ორგანიზებულად სწრაფად დაუბრუნდება აპლიკანტს, ამავე დროს ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა შეუძლებელი იქნება და თუკი ხალხი ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის მიზნით მიდის საფრანგეთში, უნდა იცოდნენ, რომ ეს ცუდი სტრატეგიაა. ამ ვითარებასთან გამკლავება გვჭირდება. განვიხილავთ რამდენიმე ზომას და ეს კონფერენცია ჩვენ ევროპელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად, ვცდილობთ დავაფუძნოთ სასაზღვრო კონტროლის სისტემა და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ჯანდაცვის სარგებლობის მსურველ თავშესაფრის მაძიებელს“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს, პირობების არ არსებობას, უვიზო რეჟიმი გულისხმობს, რომ ადამიანს შეუძლია შევიდეს ქვეყანაში ვიზის გარეშე, მაგრამ აქვს ერთი პირობა, ქვეყანაში შესასვლელად იქ ყოფნის პერიოდისთვის მას უნდა ჰქონდეს საკმარისი სახსრები და სახსრების არსებობა შემოწმდება საზღვარზე, გამგზავრებამდე.
„ჩვენ ვაპირებთ მუშაობას ამ საკითხებზე. რა რეალობაა საქართველოში ჯანდაცვის კუთხით. ვიმუშავებთ შრომით მიგრაციაზე, რომელიც უნდა იყოს კონტროლირებადი. ჩვენ გვსურს, რომ უვიზო რეჟიმმა გამართულად იმუშაოს, ბოროტად სარგებლობის გარეშე, რადგან გვსურს შევინარჩუნოთ უვიზო რეჟიმი, როგორც ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის მაგალითი“, – აღნიშნა ელჩმა.