ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირია (EBU). ევროფესტივალზე კონკურსანტის წარდგენის უფლება ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ მაუწყებელს აქვს.
ევროვიზიის კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილის შერჩევის ორი გზა არსებობს. ევროვიზიის მონაწილე ქვეყნის მაუწყებელი აცხადებს ეროვნულ კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც ამ ქვეყანას ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს; ან მაუწყებელს მინიჭებული აქვს უფლება მონაწილე შიდაშერჩევის შედეგად, კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელოს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია. შესაბამისად, საქართველოდან კონკურსანტის წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.
„რანინა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, სიმღერის კონკურსი 8-დან 14 წლამდე ასაკის მომღერლებისთვის.
ორიგინალური საბავშვო მუსიკალური პროექტის გამარჯვებული საქართველოს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.
„საქართველოს ვარსკვლავი“ არის ამერიკული American Idol-ის, ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგი.
მუსიკალური მეგაპროექტის გამარჯვებული საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.