JESC 2021

ნიკო ქაჯაიას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე –  ქართველმა კონკურსანტმა IV ადგილი დაიკავა

საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად გამოვიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) შეასრულა.

2021 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი გახდა. კონკურსანტმა 224 ქულა მიიღო. მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს პოლონეთმა და საფრანგეთმა.

საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია, 163 ქულით, მეოთხე ადგილზე გავიდა.

პარიზში, რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაში 19 ქვეყანა მონაწილეობდა.

 

 

ნიკოლოზ ქაჯაია პროექტ „რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებულია. სპეციალურად კონკურსანტისთვის, სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები (lets count the smiles) გიგა კუხიანიძემ დაწერა.

ნიკო ქაჯაია, საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე – დოკუმენტური ფილმი

 

10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია ბავშვობიდან გატაცებულია მუსიკით და სიმღერით. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ვოკალის სასწავლებლებში, მათ შორის აღსანიშნავია „ვოკალის აკადემია“. მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და კონცერტებში.

2020 წელს ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე. მუსიკის გარდა ნიკოლოზი გატაცებულია ძერწვით და ხატვით.