JESC 2019
გიორგი როსტიაშვილმა საქართველო 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, სიმღერით „გვინდა, გვიყვარდეს“ (We Need Love).
გიორგი როსტიაშვილის გამოსვლა საბავშვო ევროვიზია 2019-ის კონკურსზე
საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის – „გვინდა, გვიყვარდეს“ (We Need Love) ავტორი დავით ევგენიძეა, კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.
ტექსტი/Lyrics
დღეს ცა ისევ გვჩუქნის მზეს,
მე მზეს გავუწოდებ ხელს.
ეს დღე ახალ ზღაპარს გავს
და ჩვენ სიყვარულის გვწამს.
თოვს, რა ლამაზად თოვს,
ცა ოცნებებით ქსოვს.
მზეს დავუბრუნებთ ცას
და ჩვენ სიყვარულის გვწამს.
წვიმს, რა ლამაზად ცრის,
გზას გავაყოლებ ნისლს.
მზე გამინათებს გზას
და ჩვენ სიყვარულის გვწამს.
თოვს,რა ლამაზად თოვს,
ცა ოცნებებით ქსოვს.
მზეს დავუბრუნებთ ცას
და ჩვენ სიყვარულის გვწამს.
Love love love …
We need a love
Love Love …
Everybody smile
Everybody…
smile, smile, smile
All we need is love
Love Love Love
გიორგი როსტიაშვილი საბავშვო კონკურსის „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია.