Blue velvet (ლურჯი ხავერდი)

ლინჩის თითქმისყველა ფილმი შეიძლებოდა ამ სიაში მოხვედრილიყო როგორც გულით ველურნი, ისე შინაგანი იმპერია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ლურჯი ხავერდის იმ სცენაზე შევაჩრე, სადაც დენის ჰოპერის პერსონაჟის, ფსიქოპტი ფრენკ ბუსის სამეგობროს წვეულება იმართება. დინ სტოკველი როი ორბისონის ინ დრიმსს პირს აყოლებს, ოთახში დაძაბულობა დუღილის ტემპერატურას აღწევს, დენის ჰოპერი სიმღერის ფონზე განცდებს მიუყვება, რაღაცას იხსნებს და რას იხსენებს ნამდვილად არ გინდა რომ გაიგო. კაილ მაკლაჰლანს ზუსტად ის გამომეტყველება აქ რაც მაყურებელს, შეშინებული და დაბნეული. ბოლოს ფრენკი მაგნიტოფონს თიშავს, წვეულებას ამთავრებს, კინემატოგრაფში ერთ-ერთ ყველაზე ციტირებად განცხადებას აკეთებს და უჩინარდება.

 

Simon of the Desert (სიმონ მესვეტე)

ფილმის მოქმედება მეოთხე საუკუნეში ვითარდება. ასკეტი ბერი სიმონი ღმერთისადმი ერთგულებას სვეტზე დაყუდებით ამტკიცებს. მის შეცდენას სილვია პინალის სახით გამოცხადებული ეშმაკი ცდილობს და ხორციელი ვნებების გაღვიძებისკენ ექაჩება. ბუნუელი სტანდარტული ირონიით ტრიალებს თეოლოგიური თემების ირგვლივ, თუმცა დასასრულს სრულიად მოულოდნელ სამონტაჟო ჭრას ანხორციელებს და არქაული პერიოდიდან, ბიტნიკების ნიუ იორკში გადმოვყავართ, სადაც სიმონი უკვე არა წმინდა მოწამეს, არამედ ფსევდო ინტელექტუალს გავს, რომელიც შეხუწებული აკვირდება ახალგაზრდების გართობას და ჩიბუხს ეწევა. მართალია კონცეპტუალურად ჯოჯოხეთის ღამის კლუბად წარმოჩენა ბანალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ აბსურდულობის ხარისხი და მოულოდნელობის ეფექტი უფრო მეტად მუშაობს. და ალბათ ბანალურობა შეგვიძლია კიდევ იმას დავაბრალოთ, რომ მსგავსი დასასრული ბიუჯეტის ამოწურვის და გადაღებების ნაადრევად დამთავრების შედეგი აღმოჩნდა.

 

 

 

1 2 3