რამდენიმე დღის წინ, მეგობრები ვიხსენებდით და ვირონიზირებდით იმ ფაქტზე თუ რამდენად აბსურდულად შევხვდით ახალ წელს, როგორი მოლოდინებით, რომ ეს საუკეთესო წელი იქნებოდა, რომ ყველა ფლანგზე გავიმარჯვებდით, წარმატებას მივაღწევდით, ვიმოგზაურებდით და ა.შ. სტანდარტულად, როგორც ყოველი ჩვენგანი ვხვდებით ხოლმე ახალი წლის დადგომას. შემდეგ იმ ფილმების ჩამოთვლა დავიწყეთ სადაც ასეთივე მოულოდნელი აბსურდების წინაშე დგებიან პერსონაჟბი და მოკლედ, ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, რომ შემედგინა ტოპ ხუთეული ისეთი ფილმებისგან, რომლებშიც ყველაზე დასამახსოვრებელი აბსურდული სცენები თამაშდება.

 

Sexy Beast (სექსუალური მხეცი)

გლეიზერის ფილმი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო განგსტერული თემატიკის ფილმია. მასში აბსურდის ელემენტები უხვადაა, დაწყებული ტიტრების შრიფტიდან, რომელიც 80-ანების ამერიკული რომანტიკული კომედიების ესთეტიკას იმეორებს, დამთავრებული ბენ კინგსლის პერსონაჟის, დონ ლოგანის ლინგვისტური აპარატით და ტემპერამენტით. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მთავარი გმირის, გელის სიზმარია. მართალია სიზმრის სცენა თავისუფლად შეიძლება მთლიანი ლოგიკიდან ამოვარდნილი იყოს და ნაკლებად რეგისტრირდება აბსურდის კატეგორიაში, მაგრამ სიზმარიც იმდენად აბსურდულია, რომ ვერ გავუძელი მისი სიაში შეყვანის ცდუნებას. ნევროზებით სავსე გელს ესიზმრება ცხენზე ამხედრებული ანთროპომორფული კურდღელი, რომელიც შუაგულ უდაბნოში უზის ავტომატით უპირებს მოკვლას. სცენა იმდენად მოულოდნელი, მაღალის სტილის გრძნობით შექმნილი და შთამბეჭდავია, რომ შეუძლებელია გონებიდან ამოგივიდეთ.

 

Pootney Swoope (პუტნი სვოუპი)

„პუტნი სვოუპი“ სოციოპოლიტიკური სატირაა, რომელიც მრავალ თემაზე ირონიზირებს, რასობრივ ურთიერთობებზე, ძალაუფლების ბუნებაზე, მარკეტინგის მავნებლურ გავლენებზე და ა.შ. მასში აბსურდული სიტუაციებიც მრავლად მოიძებნება, იქნება ეს სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლების ქმედებები თუ მათ მიერ შექმნილი სარეკლამო რგოლები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფილმი პირველივე წუთიდან აფიქსირებს საკუთარი უნიკალურობის შესახებ პოზიციას, მაინც ყოველ მეორე სცენაში უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. საუკეთესო აბსურდული ელემენტი კი ის გახლავთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი ჯუჯები არიან. ობამამდე ამერიკულ ფილმებში ხშირად ვაწყდებოდით შვკანიან პრეზიდენტებს, შიგადაშიგ ქალ პრეზიდენტებსაც, მარამ პირადად მე არასოდეს მინახავს ჯუჯა პრეზიდენტი. თავად რეჟისორი ამ არჩევანს იმით
განმარტავს, რომ კასტინგზე საუკეთესო პერფორმანსი რომელ მსახიობსაც ქონდა, ის ავიყვანე როლზეო. რა თქმა უნდა ეს პასუხი რეალურ ჩანაფიქრს მალავს, მაგრამ ასეა თუ ისე, პირველივე სცენა, სადაც ამერიკის პრეზიდენტს ვეცნობით სწორედ ამ დეტალის გამოა ძალიან მხიარული და დასაამხსოვრებელი.

 

 

 

1 2 3