ჰ.ფ. ლავკრაფტის ბიოგრაფიაში წერ: “არც ერთ ესთეტიური ქმნილებას არ შესწევს ძალა, არსებობდეს გარკვეული ნებაყოფილობითი სიბრმავის გარეშე”.
დიახ. ასე ვთქვათ, ადამიანმა თავისი ოჯახი თვითონვე უნდა აირჩიოს. თავს გადაჭარბების უფლება უნდა მისცე.
შენს ოჯახად ვის მიიჩნევ?
ამით ალბათ ძალიან გაგაოცებ, მაგრამ მე რომანტიკოსების დიდი ოჯახიდან ვარ.
ანუ ხვდები, რომ ეს მართლაც მოულოდნელია?
დიახ, მაგრამ საზოგადოება ხომ განვითარდა. აქედან გამომდინარე, რომანტიკოსებიც ადრე ვინც იყვნენ მთლად ისინი აღარ არიან. არცთუ ისე დიდი ხანია, ტოკევილის “დემოკრატია ამერიკაში” წავიკითხე. მე დარწმუნებული ვარ, ერთ ხელში ძველებური რომანტიკოსი რომ დაიჭირო, ხოლო მეორეში ტოკევილის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ რა დაემართება ლიტერატურას დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით – წიგნის გმირი გახდება ჩვეულებრივი ადამიანი, ინტერესის საგანი – კაცობრიობის მომავალი, ენა კი უფრო სიმართლესთან ახლო – ადგები და მე მიმიღებ.
რა არის რომანტიკოსის შენებური განმარტება?
ეს არის ადამიანი, ვისაც სწამს განუსაზღვრელი ბედნიერების, რომელიც მარადიულია და მსწრაფლად განხორციელებადი. რწმენა სიყვარულისა. რწმენა სულისა, რომელიც ჩემში გასაოცრად ურყევი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ განუწყვეტლივ საპირისპიროს ვამტკიცებ.
შენ გწამს განუსაზღვრელი და მარადიული ბედნიერების?
დიახ. და მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პროვოკატორის სახელი მერქვას.
ინგლისურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა