მიშელ უელბეკი
მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი (1958) – Michel Houellebecq, ნამდვილი სახელი და გვარი მიშელ ტომა.

თანამედროვე ფრანგი მწერალი. ამჟამად ცხოვრობს ესპანეთში. 90-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა მისი ორი პოეტური კრებული, რომლებიც შეუმჩნეველი დარჩა. წარმატება მწერალს მოუტანა პირველივე რომანმა “ბრძოლის ველის განვრცობამ”. მისი რომანები – “პლატფორმა”, “ელემენტარული ნაწილაკები”, “რუკა და ტერიტორია” და სხვ.  უამრავ ქვეყანაშია გამოცემული და განსაკუთრებულად პოპულარულია.