და პირველ ადგილზეა ნური ბილგე ჯეილანის საოცარი ნამუშევარი, “კლიმატები” / Climates

უახლესი წარსულის საუკეთესო თურქი რეჟისორის ფილმში ცოლ-ქმრული ყოველდღიურობის აღმწერი ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური და ნოვატორული სცენა თამაშდება. ციფრული კამერის ობიექტივში წყვილის სახის და სხეულის დეტალებს ვხედავთ ახლო კადრებით. არც მუსიკა, არც დიალოგი, ფოკუსიც აქა იქ ირევა, სევდიანი ქორწინების ფსიქოლოგია მთელი სიცხადით იშლება მაყურებლის თვალწინ. სიგარეტის ნაფაზის წვის ხმა გამეფებულ სიჩუმეში იარაღის გასროლასავით ისმის. შემდეგ სცენა მთავრდება. ინტერპრეტაცია მრავალნაირი შეიძლება მოგვაფიქრდეს, ვნებისგან დაცლილი სექსის, ოჯახური ცხოვრების მოწყენილობის, ინტერაქციისგან დაცლილი ურთიერთობის თუ სხვა. ერთი რაც ცალსახაა, არის სცენის უნიკალურობა, რომელსაც ჯეილანი მარტივი პოეტურობით აღწევს.

1 2 3