რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!

 

მე ვწერ. სიტყვები ცარიელდება. ქალაქები ცარიელდება. წყალი არ არის. სიცოცხლე არ არის. მე ვწერ.

იყოს ეს წერა, როგორც ლოცვა.

ან როგორც – შელოცვა.

უფრო შელოცვა.

ისევ აივსოს სიტყვები. ამიტომ ვწერ.

ვწერ, რომ მოვიდა გაზაფხული, მე კი ლვივში ვარ. ლვივში მონასტერია, მონასტერს კი აქვს დუქანი. იქ გემრიელი საჭმელია.

ჩემი მეგობარი მოდის. ვუკვეთავთ და რაღაც ლიტერატურულს ვგეგმავთ.

მე არასოდეს ვყოფილვარ ლვივში. ამიტომ არ ვიცი, რამდენი გრივნა ღირდა ეს კერძი ადრე, მაგრამ ახლა 20 ევრო ღირს.

ვჭამ და ვხედავ, როგორ ცოცხლდება ქალაქები, შენობები ნაცარს როგორ ჩამოიფერთხავს.

და ვხედავ, რომ ქუჩებში ბავშვები დადიან, ბევრი ბავშვი.

სულ სიცოცხლეა.

და მეც სიცოცხლე ვარ. სულ, მთლიანად.

8.03.2022

 

 

 

 

 

 

1 2 3