ნანა აბულაძე
ნანა აბულაძე
დაიბადა 1995 წელს. ბაკალავრიატი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (დამატებითი სპეციალობა – ეკონომიკა) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრატურა – შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნანა აბულაძის ლიტერატურული დებიუტი შედგა რომანით „აკუმი“ (2020, გამომცემლობა „ინტელექტი“), რომლისთვისაც მიენიჭა პრემიები: „საბა“ და „ლიტერა“, იყო წინანდლის პრემიის ნომინანტიც პროზის კატეგორიაში. მონაწილეობა მიუღია რამდენიმე ლიტერატურულ პროექტსა და კონკურსში: არის მოთხრობების კონკურს „წერო 2016-ის“ ფინალისტი და შემოქმედებითი წერის ს...

დაიბადა 1995 წელს. ბაკალავრიატი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (დამატებითი სპეციალობა – ეკონომიკა) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრატურა – შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ნანა აბულაძის ლიტერატურული დებიუტი შედგა რომანით „აკუმი“ (2020, გამომცემლობა „ინტელექტი“), რომლისთვისაც მიენიჭა პრემიები: „საბა“ და „ლიტერა“, იყო წინანდლის პრემიის ნომინანტიც პროზის კატეგორიაში. მონაწილეობა მიუღია რამდენიმე ლიტერატურულ პროექტსა და კონკურსში: არის მოთხრობების კონკურს „წერო 2016-ის“ ფინალისტი და შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკის „Write in Armenia“ (2018) მონაწილე; მისი მოთხრობა „ლოდი და ვარდის კონა“ მოხვდა ათ საუკეთესოს შორის ქართული ლიტერატურული ინიციატივის მიერ ორგანიზებულ კონკურსში და შესულია კრებულში „სუფთა ფურცელი (მოთხრობები აფხაზეთზე)“ (2021, „სულაკაურის გამომცემლობა“). გამოქვეყნებული აქვს აკადემიური სტატიებიც კონფლიქტოლოგიისა და ფემინისტური ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით; აგრეთვე – რამდენიმე რეცენზია თანამედროვე ქართულ რომანებზე.

 

მეტი მაჩვენე ნაკლები