და პირველ ადგილზე რაღა თქმა უნდა იმყოფება საუკეთესო სიზმარის სცენა საუკეთესო სიზმრის სცენებს შორის, ძმები კოენების საკულტო ფილმიდან ”დიდი ლებოვსკი”.

მთავარ პერსონაჟს ესიზმრება ბოულინგ პორნო, კენი როჯერსის სიმღერით, სადაც ფეხსაცმლის მწმენდავი სადამჰუსეინი და მთელი რიგი ვიკინგურ სამოსში გამოწყობილი სექსუალური ქალები მხოლოდ მისთვის ცეკვავენ. შემდეგ ჯეფრი მათი ფეხებისგან აღმართულ კორიდორში მისრიალებს, და ამ მომენტში ლებოვსკის სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელეთ, კაცი სამოთხის კარიბჭეს შესცქერის. და კიდევ, დაგსიზმრებიათ ვინმეს სიზმარი, რმოელსაც სათაური აქვს? არც მე. ლებოვსკის სიზმარს Gutterballs ქვია, რაც ბავშვობდან დამამახსოვრდა, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში იდეალურად თარგმნეს, როგორც “ნამგალი ყვერებში”.

ბონუსად მინდა დავამატო, რომ ფელინის რვანახევარში კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სიზმრის სცენით იწყება ფილმი, მაგრამ დღევანდელ ხუთეულში გამოვტოვე, რადგან “რვანახევარი” გასულ თვეს გამოქვეყნებული „საუკეთესო აბსურდული სცენების“ სიაში მყავდა და არ მინდოდა ერთი ფილმის ორჯერ გამეორება.

 

 

 

 

 

 

1 2 3