მესამე ადგილზეა სიზმრის სცენა ჟორჟ მელიესის ზღაპრული მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან “ასტრონომის სიზმარი”.

მოხუც ასტრონომს ესიზმრება, რომ მთვარე უჭამს ტელესკოპს. ჟორჟ მელიესის ფეერიულ ფილმოგრაფიაში მთვარე ხშირი მოქმედი გმირია, ამ შემთხვევაში კი ყველაზე სასაცილო. მუნჯი კინოს ხანაში ბევრია შთამბეჭდავი სიზმრის სცენები, მურნაუს, ფლემინგის თუ ლუბიტიჩის, კონკრეტულ ფილმებში, მაგრამ მელიესის ჯადოსნური ფანტაზია მაინც ყველაზე მეტად ახერხებს მაყურებლის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩემი) გულის მოგებას.

მეორე ადგილზეა სცენა მუნჯური კინოს ეპოქის ჩემი საყვარელი არტისტის, ბასტერ კიტონის ფილმიდან შერლოკ ჯუნიორი.

”შერლოკ ჯუნიორი”  სინეფილობის შინაარსის აღმწერი ყველაზე გამომგონებლური, მომხიბვლელი და მხიარული ნაწარმოები გახლავთ. პოსტზე ჩაძინებულ კინომექანიკოსს ესიზმრება როგორ ხდება იმ ფილმების უშუალო ემპიცენტრში, რომელსაც დიდ ეკრანზე უშვებს. ოსტატური მონტაჟის წყალობით პერსონაჟის ტრანზიცია რეალობიდან კინოეკრანს მიღმა იმდენად რეალისტური და შთამბეჭდავია, რომ 1924 წელს გადაღბული სცენა დღესაც სანიმუშოდ გამოიყურება.

 

 

 

1 2 3