კინემატოგრაფი ისედაც ზმანებების შექმნის ხელოვნებაა, ამიტომ, განსაკუთრებულად საინტერესო დასაკვირვებელია ხოლმე მასში აღწერილი სიზმრის სცენები. უმეტესობა ასეთი სცენებისა პრიმიტიული და მარტივია, თუმცა იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც რეჟისორები ახერხებენ უნიკალური სიზმრის სცენების შექმნას, შედეგი განსაკუთრებულად თვალისმომჭრელი გამოდის ხოლმე. ამიტომ დღევანდელ სტატიაში გავიხსენებ 5 ყველაზე დასამახსოვრებელ სიზმრის სცენას, რაც კინოფირზე აღუბეჭდავთ.

მეხუთე ადგილზეა სცენა ანდრეი ტარკოვსკის საოცარი დებიუტიდან „ივანის ბავშვობა“

ტარკოვსკის პირველი ფილმი, ”ივანის ბავშვობა” არაერთ სიზმრის სცენას შეიცავს, მაგრამ ალბათ ჭაში მოქცეული ეგზისტენციის პოეტური აღბეჭდვა ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა რაც ტარკოვსკის და კონჩალოვსკის შეუქმნიათ. ეს სცენა შეგვიძლია ჩავთვალოთ პასუხისმგებლად ტარკოვსკის შემდეგ ვიზუალურ სტილზე, რაც ბოლო ფილმამდე შეინარჩუნა და რასაც კინოში ახალ პოეტურ განზომილებას უწოდებენ.

მეოთხე ადგილზეა სცენა ინგმარ ბერგმანის ალბათ ნევროზებით ყველაზე მძიმედ დატვირთული ფილმიდან „ველური მარწყვი“

ვიქტორ სიოსტრომის პერსონაჟს, მოხუც პროფესორ ისააკს სულის შემხუთველი კოშმარი ესიზმრება უისრებო საათებით, დეფორმირებული სახის მქონე არსებებითცხენებში შებმული ეტლი-კატაფალკით, რომელიც იმსხვრევა და იქიდან გადმოვარდნილი კუბოთი, სადაც მისი გვამი ასვენია  და მოულოდნელად ხელზე ებღაუჭება. ისააკს არ სურს სურს სიცოცხლესთან განშორება, მაგრამ დრო მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. სიკვდილთან რეფლექსიის ასეთი მკვეთრად დრამატული სურათი ფირზე ალბათ არც არავის აღუბეჭდავს.

 

 

 

 

1 2 3