ფილმი „მათი სამეფო“

 

ფილმები, რომელიც საქართველოს დაუბრუნდება ცხადია თითოეული კინოფილმი უაღრესად მნშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი “მათი სამეფო”. ფილმი ასევე პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.

1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ახალი სისტემის ფორმირება დაიწყო. 1917 წლის თებერვალში რუსეთში გადატრიალების შედეგად დაემხო მეფის რუსეთის რეჟიმი. საქართველოს არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გარდა კომუნისტებისა, მხარი არ დაუჭირა ბოლშევიკების მოსვლას რუსეთის ხელისუფლების სათავეში. იმავე წლის 19 ნოემბერს ეროვნულ ყრილობაზე ქართველმა თავადაზნაურობამ მთელი თავისი ქონება გადასცა ქართველ ერს. აღსდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, 1918 წლის 26 მაისს შედგა დამოუკიდებლობის აქტი, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მთვარობა. დაფუძნდა ეროვნული გვარდია და ეროვნული საბჭო. დაარსდა უნივერსიტეტი, კონსერვატორია, გაიხნა პირველი დაწყებითი სკოლები და ხელოვნების მუზეუმი, შეიქმნა პირველი კინოატელიე საქართველოში, საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ კინოწარმოებას. პირველი ქართული მხატვრული კნოსურათის ეკრანებზე გამოსვლაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს ემთხვევა.

თბილისის კინოთეატრები დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ ამერიკულ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ფილმებს უჩევნებდნენ. ამ ფილმებში იმ დროისთვის ცნობილი მსახიობები ვივიან მარტენი, მოჟუხინი, ლისენკი, მარია კარმი და სხვა ვარსკვალავები მონაწილეობდნენ. მოსკოვიდან ჩამოტანილ რუსულ ფილმებში ძირითადად ქართველი მსახიობები ლადო ალექსი-მესხიშვილი, ბარბარე ალექსი-მესხიშვილი, თამარ გედევანიშვილი, ნიკოლოზ წერეთელი თამაშობდნენ. 1915-1919 წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილი მოსკოვში არსებულ კინოსააქციონერო საზოგადოება „ბიოფილმის“ მიერ გადაღებულ ფილმებში მონაწილეობდა. მიწვევები ჰქონდა ასევე ა. დრანკოვის კინოსააქციონერო საზოგადოებისგანაც, სადაც 40-მდე ფილმში ითამაშა. ქართულ კინოს იმ პერიოდში დიდ პროპაგანდას უწევდა შალვა დადიანი, რომელმაც 1917-1918 წლებში ბაქოსა და თბილისში ორი მოხსენება წაიკითხა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში ძირითადად მნიშვნელოვანი ისტორიული ღონისძიებები გადაიტანეს ფირზე. რესპუბლიკის შეიარაღებული ძალთა დღესასწაულს ანუ სახალხო გვარდიის დღეს 12 დეკემბერს აღნიშნავდნენ. სამივე დღესასწაული ფირზე იქნა აღბეჭდილი, თუმცა აქედან მხოლოდ ორმა მოაღწია ჩვენამდე. დამოუკიდებლობის პერიოდში კინოწარმოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცეკავშირი. მის ფართო მაშტაბიან ღონისძიებებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა კინემატოგრაფიულ საქამინობასაც. ცეკავშირი 1916 წელს „მომხმარებელთა საზოგადოებების ამიერკავკასიის“ სახელწოდებით დაარსდა. 1917 წლის 8-10 თებერვალს თბილისში შეიკრიბა კავშირის რწმუნებულთა ყრილობა, რომელმაც მიიღო კავშირის ახალი წესდება, რის შემდეგაც კავშირს ეწოდა „ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირი“. კოოპერატივთა კავშირის კულტურული მუშაობის ძირითად მხარეებს წარმოადგენდა საკურსო-სამოსწავლო საქმიანობა, აგიტაქცია-პროპაგანდა, წიგნით ვაჭრობა და სხვა. კავშირი პერიოდულად სხვა სახის საქამიანობასაც ითავსებდა. განსაკუთრებით გაფართოვდა ეს საქამიანობა 1919 წელს საოპერო, დრამატული და კინემატოგრაფიული კუთხით. მუხედავად იმისა რომ ცეკავშირში მუშაობის დროს გერმანე გოგიტიძეს შედგენილი ჰქონდა სპეციალური სამოქმედო თემატური გეგმა, ცეკავშირმა კინოქრონიკების გარდა მხატვრული ფილმების გადაღება ვერ შეძლო. კინოისტორიამ იცის დოკუმენტური ფილმების შეგნებული განადგურების ფაქტები. მაგალითად, გერმანელებმა ფრანგული კინოარქივიდან გაიტანეს და გაანადგურეს ქრონიკალური ფილმები, ამერიკელების შეგნებული თუ შეუგნებელ მოქმედებას ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომისდროინდელი იაპონური კინოქრონიკა. კინემატოგრაფის და საერთოდ ხელოვნების, ლენინის მიერ ინტერპრეტირებული მარქსიზმის სტანდარტებში მოქცევა, თავის თავში გულისხმობდა თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის შეზღუდვას და შემოქმედის მიმართ მორალური რეპრესიების გატარებას (სცენარის არ დამტკიცება ან შეცვლა…). როცა ამგვარი რეპერესიები მიზანს ვერ აღწევდა, უკვე გადაღებული, დასრულებული ფილმიდან ხდებოდა კადრების ამოჭრა ან მთლიანად კინოსურათის აკრძალვა. რეპრესირებული ფილმები პირობითი სამუშაო ტერმინია, რომელსაც ვიყენებთ იმ სურათების აღსანიშნავად, რომელთაც ნომენკლატურისგან წინააღმდეგობა შეხვდათ იქამდე რომ დამახინჯებული ან აკრძალული ანუ რეპრესირებული იყო, ამ მხრივ კალატოზიშვილის და ნ. ღოღობერიძის ,,მათი სამეფო’’ 1928 წ. (ფილმი სადაც რეპრესირებული მენშევიკური კინოქრონიკები ტენდენციურადაა დამონტაჟებული). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) გადაღებული კინოქრონიკების უმრავლესობა სადღაც დაიკარგა. (ბუნებრივია ყველაფერი არ განადგურებულა) დამოუკიდებელი საქართველოს ვიზუალური მატიანე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავდა. ეს ფილმების სახელწოდებებიდანაც ჩანს: „აზერბაიჯანის ფრონტი“, „ბათუმის გადმოცემა საქართველოსათვის“, „1919 წლის 26 მაისი“, „გორის მიწისძვრა“, „ბათუმის სიმაგრეები“, „აჭარა“, „ბათუმის პროტესტი“, „გორის წისქვილი“, „სახალხო გვარდიელთა ჯირითი“, „სოციალისტების დელეგაცია“, „1920 წლის 26 მაისი“ და სხვა. 1928 წელს ეკრანებზე გამოვიდა იდეოლოგიზებული დოკუმენტური ფილმი „მათი სამეფო“ (რეჟ. მ. კალატოზიშვილი და ნ. ღოღობერიძე), რომელიც სწორედ იმ „დაკარგული“ კინოქრონიკების და სხვა ახალი კადრების ტენდენციური მონტაჟის შემცველი იყო. ამის პრაქტიკაც არსებობდა მაგალითად ესთერ შუბმა „რომანოვების დინასტიის დაცემის“ შექმნისას მეფის მთავრობის დოკუმენტური ქრონიკა გამოიყენა. იგივე მეთოდოლოგიით „ნიკოლოზ მეორის რუსეთი“ და „ლევ ტოლსტოი“ შექმნა. იმ დროს მიხეილ კალატოზიშვილი „მემარცხენეთა“ ჯგუფის აქტიური წევრი იყო. მას რეალისტური კინოხელოვნების შექმნის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად დოკუმენტური მასალა, არსებული სინამდვილის ასახვა მიაჩნდა. 1928 წელს ნ. ღოღობერიძესთან თანარეჟისორობით, ე.შუბის მსგავსი მეთოდოლოგიური პრინციპით შექმნა „მათი სამეფო“, რომლის შესახებ ჟურნალ „მემარხცენეობაში“ წერენ: „ჩვენს მიერ შედგენილი ქრონიკა წარმოადგენს მენშევიკური სახელმწიფოს მოღვაწეობისა და საბჭოთა სინამდვილის დაპირისპირებას… მენშევიკური ქრონიკა გადაღებული იყო ნეიტრალურ კადრებში, მონტაჟის საშუალებით ჩვენ შევძელით პერიოდულად მიგვეწოდებინა მაყურებლისათვის და ამით მისი პირველი ყოფილი სემანტიკა დაგვეკარგა“. ამ სურათს ჩვეულებრივ, „მათ მეფობას“ ან „18-28“-საც უწოდებენ. „18-28“-ეს ორი ციფრი, ორი ეპოქის დაპირისპირებას გულისხმობდა – მენშევიკურ-კომუნისტური პერიოდისა. (28-ში ფილმის შექმნის თარიღი 1928 წელი იგულისხმება). ფილმის ავტორები პაროდირებას აღწევდნენ, მენშევიკ ლიდერთა სიტყვებისა და საქმის დაპირისპირებით – მათსავე სიტყვებს საქართველოს დამოუკიდებლობაზე აბათილებდნენ საქართველოს დედაქალაქში ინგლისელთა ჯარების „პარადის“ (აღლუმის) ამსახველი კადრების, ფრანგული და ინგლისური ესკადრების ჩვენებით ბათუმის რეიდზე და ა.შ. ერთი სიტყვით, სურათის მიზანი ქართველი ხალხის თვალში მენშევიკური მთავრობის სრული დისკრედიტაცია იყო. მაგალითად, ფილმში ჯერ აჩვენებდნენ 1919 წლის მაისის დღესასწაულის კადრებს, როდესაც მთავრობამ უცხოელ სტუმრებს საუზმე გაუმართა, ხოლო შემდეგ აჩვენებდნენ, თუ რა მძიმე პირობებში მუშობს ხალხი და როგორ გააქვთ საზღვარგარეთ საქართველოს სიმდიდრე: მარგანეცი, ღვინო და სხვა პროდუქცია – ასეთი მონტაჟის მიზანი ნათელია; დამოუკიდებლობის დროს საქართველოს მთავრობა ქეიფობდა, ხალხი შრომობდა და სიმდიდრე იფლანგებოდა.

 

1 2 3