* * *
სიცივე გამეტებით მირტყამს,
ზამთარი საკუთარ თავებს
უშეცდომოდ გვახსენებს,
შეიძლება უფრო გაზვიადებულადაც კი,
ისღა დამრჩა დაველოდო ზაფხულს,
სადაც სეირნობა უმიზეზოდაც
დაშვებულია,
აქ კი არავინ იცის,
გაყინულ ქუჩებში დავხეტიალობ,
რომ ერთ დღეს აღმოგაჩინო,
ზამთარს პოეზიის ყველაზე ნაკლებ ესმის,
პოეზია ხომ ზაფხულის ცხელ დღეს იშვა,
მან კი სიცივე იმთავითვე აითვალწუნა,
ვკანკალებ, ვკანკალებ და ამიტომაც
გისველებ სახეს,
ყველა შეყინული კოცნა თავს გადაირჩენს
და გაზაფხულზე შენს ლოყებზე
აყვავდებიან.
