90-ანი წლე­ბი მხო­ლოდ უშუ­ქო­ბით, არე­უ­ლო­ბით და ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცი­ით არ დაგ­ვა­მახ­სოვ­რდა. იყო ერთი ძა­ლი­ან ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი – ჯა­დოს­ნუ­რი მართკუ­თხე­დი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ოც­რე­ბა სა­ხე­ლად “დენ­დი”. როცა დგე­ბო­და ის სა­ნუკ­ვა­რი მო­მენ­ტი, რო­დე­საც ოვა­ცი­ე­ბით შუ­ქის მოს­ვლა ვრცელ­დე­ბო­და უბან­ში, შე­გეძ­ლო სული შე­გე­ბე­რა კარ­ტრი­ჯის ჩა­სა­დებ ღრმულ­ში და სტარ­ტის­თვის და­გე­ჭი­რა თითი. დღეს გა­ვიხ­სე­ნებ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ “დენ­დის” თა­მა­შებს, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის ნოს­ტალ­გი­უ­რი და კე­თი­ლი მო­გო­ნე­ბაა.

 

მა­რიო

ალ­ბათ 90-ია­ნებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ბავ­შვის კომ­პი­უ­ტერ­თან ინ­ტეგ­რა­ცია პა­ტა­რა იტა­ლი­ე­ლი ხე­ლო­სა­ნის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და. მა­რიო პირ­ველ გზამ­კვლე­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში. გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მისი დახ­მა­რე­ბით შენ თვალ­წინ ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ის­ტო­რია მიმ­დი­ნა­რე­ობს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ში თევ­ზე­ბი დაფ­რი­ნა­ვენ, ღრუ­ბე­ლი ეკ­ლე­ბი­ან არ­სე­ბებს გეს­ვრის, მწვა­ნე მი­ლე­ბი­დან მონ­სტრი ყვა­ვი­ლე­ბი გი­პი­რე­ბენ შეჭ­მას და სპრინ­ტე­რი კუ­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთი შე­ხედ­ვით თა­ვის­თვის და­სე­ირ­ნო­ბენ, შენს მო­შო­რე­ბას გა­ნიზ­რა­ხა­ვენ მზაკ­ვრუ­ლად. ალ­ბათ პირ­ვე­ლად სკო­ლის ასაკ­ში (ან უფრო ადრე) მა­რი­ოს თა­მა­ში­სას ვე­რა­ვინ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რამ­დე­ნად ახ­ლოს იდგა ჩვე­ნი ეს­კა­პიზ­მის საყ­ვა­რე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა რე­ა­ლო­ბას­თან და რამ­დე­ნად აღ­მზრდე­ლო­ბი­თი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და მას. მა­რიო, გარ­და იმი­სა, რომ ფე­ე­რი­უ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, კარ­გი შე­სამ­ზა­დე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლია ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის – წინ მრა­ვა­ლი დაბ­რკო­ლე­ბა შეგ­ვხვდე­ბა, ზოგი ისე­თი, რომ შე­იძ­ლე­ბა ვერ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბევ­რი შრო­მა მოგ­ვი­წევს, ხოლო სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბას დრა­კონ­თან ბრძო­ლის გა­რე­შე ვერ მო­ი­პო­ვებთ.

ისე არ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხართ მა­რი­ოს გვა­რით? კი­ნო­ა­დაპ­ტა­ცი­ა­ში თქვეს, რომ მა­რი­ოს გვა­რიც მა­რი­ოა. თუმ­ცა კომ­პა­ნია “ნინ­ტენ­დომ” გა­ნა­ცხა­და, რომ მა­რი­ოს სხვა გვა­რი აქვს და რომ ისი­ნი მას სა­ი­დუმ­ლოდ შე­ი­ნა­ხა­ვენ.

 

კონ­ტრა

რა არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რამ, რაც გა­გი­კე­თე­ბი­ათ? კონ­სერ­ვის გა­სახ­სნე­ლის გა­რე­შე გახ­სნა? შვი­ლის გაზ­რდა? წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შექ­მნა? არა, იმა­ზე რთუ­ლი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია, ვიდ­რე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შის, „კონ­ტრას“, და­ხურ­ვა. რთუ­ლი კი­დევ რბი­ლად ნათ­ქვა­მია, მე პი­რა­დად არ ვიც­ნობ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც კონ­ტრა აქვს და­ხუ­რუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ნერ­ვე­ბის ამ­შლე­ლი მან­ქა­ნაა ეს თა­მა­ში, მა­ინც ძნე­ლია მო­წყდე მას და ბავ­შვო­ბის ნოს­ტალ­გი­აც რა­საკ­ვირ­ვე­ლია თა­ვი­სას შვე­ბა. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ია­რა­ღე­ბი, ეგ­ზო­ტი­კუ­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე და გა­უ­საძ­ლი­სი სირ­თუ­ლე ა პუნ­ქტი­დან ბ-მდე მი­სას­ვლე­ლად ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი თავ­სა­ტე­ხის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლე­ბია.

 

Battletoads & Double Dragon

გახ­სოვთ? ორი ადა­მი­ა­ნი და სამი მუ­ტან­ტი ბა­ყა­ყი შე­გეძ­ლო აგერ­ჩია. უმე­ტე­სო­ბა ყო­ველ­თვის სათ­ვა­ლი­ან მუ­ტანტს ვირ­ჩევ­დით ხოლ­მე, უფრო ხულიგნური ჰა­ბი­ტუ­სის გამო და კოს­მო­სუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბაც იწყე­ბო­და. ეს იყო ყვე­ლა­ზე ფსი­ქო­დელიური გა­სარ­თო­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და შეგ­ხვედ­რო­და. ოქ­როს­ფე­რი ჯო­ხე­ბით აწყო­ბი­ლი რო­ბო­ტე­ბი, ბუშ­ტე­ბის აც­მა­ზე დიდი ხე­ლის მაჯა, რო­მე­ლიც გაბრტყე­ლე­ბას გი­პი­რებ­და, ასე­უ­ლო­ბით ბო­რო­ტი რო­ბო­ტე­ბი და მფრი­ნა­ვი დრო­ნე­ბი, მო­ტორ­ბო­ლე­ბი, დი­ნა­მი­ტე­ბი და სა­ოც­რად გრო­ტეს­კუ­ლი ბო­სე­ბი. ამა­ზე დიდი ექ­სტა­ზი მგო­ნი არ­ცერთ დენ­დის თა­მაშს არ ჰქო­ნია. რვა­ბი­ტი­ა­ნი ინ­ტერ­გა­ლაქ­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო შენი მე­ო­რე სახ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო ხდე­ბო­და.

 

1 2