Chip ‘n Dale rescue rangers

ჩიპი და დე­ი­ლის ორი თა­მა­ში იყო დენ­დი­ზე, ერთი გარე ინ­ტე­რი­ე­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მე­ო­რე სახ­ლში, სამ­ზა­რე­უ­ლოს ან­ტუ­რა­ჟით იწყე­ბო­და. ორი­ვე მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და სა­თავ­გა­და­სავ­ლო იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ია­რა­ღე­ბი არ გქონ­და, არც საბ­რძო­ლო ილე­თე­ბის გა­კე­თე­ბა შე­გეძ­ლო და ვერც სწრა­ფად დარ­ბო­დი, ერ­თა­დერ­თი თავ­დაც­ვი­თი ია­რა­ღი ირ­გვილვ მი­მო­ფან­ტუ­ლი ნივ­თე­ბი იყო, ვაშ­ლი ან ხის ყუთი. და­სახ­მა­რებ­ლად მწვა­ნე მწე­რი დაგ­ყვე­ბო­და, პირ­ვე­ლი ბოსი კი ვარ­დის­ფე­რი კურ­დღე­ლი იყო, რო­მე­ლიც წყლის სა­ტუმბზე იჯდა და ჭავ­ლით გა­ყე­ნებ­და ტრავ­მებს.

 

Teenage mutant ninja turtles 2

„კუ ნინ­ძე­ბი“ რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნი ვე­ძა­ხით თი­ნე­ი­ჯერ მუ­ტან­ტებს, ბავ­შვო­ბის პირ­ვე­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი საძ­მა­კა­ცო იყო სა­ვა­რა­უ­დოდ ყვე­ლა 90-ანე­ბის ბავ­შვის­თვის. თან მათ­ზე ფილ­მე­ბიც არ­სე­ბობ­და, ანი­მა­ცი­უ­რი სე­რი­ა­ლიც და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ოთხი ვი­დე­ო­თა­მა­ში დენ­დი­ზე. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი მა­ინც მე­ო­რე ნა­წი­ლი იყო, რო­მე­ლიც რვა­ბი­ტი­ან სა­ოც­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ერთი მო­თა­მა­შით თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ბო­ლომ­დე გას­ვლა, ორი კაცი კი უფრო მხი­ა­რუ­ლად და შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად შეძ­ლებ­და შრე­დე­რამ­დე მიღ­წე­ვას. წინ ძა­ლი­ან ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, კრე­ა­ტი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი და აქა-იქ მი­მო­ფან­ტუ­ლი პი­ცე­ბი გხვდე­ბო­და, რო­მე­ლიც დაკ­ლე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის აღ­დგე­ნის­თვის იყო სა­ჭი­რო. საბ­რძო­ლო ილე­თე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბაც თან ახ­ლდა თა­მაშს.

 

Battle city

„ბეთლ სითი“-ს ამ თა­მაშს არა­ვინ ეძა­ხის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენ­თვის ის მარ­ტი­ვად და კონ­კრე­ტუ­ლად „ტან­კე­ბია“. მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ვი­ზუ­ა­ლის და უად­ვი­ლე­სი მო­ცე­მუ­ლო­ბის ფონ­ზე რო­გორ­ღაც უკვე სა­კულ­ტო თა­მა­ში მა­ინც მუდ­მი­ვი დრა­ი­ვის სა­ბა­დო იყო. ყვე­ლა­ზე სა­ა­მუ­რი შეგ­რძნე­ბა იმ სა­ა­თის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი „იკო­ნის“ აღე­ბა იყო, რო­მე­ლიც დროს აჩე­რებ­და და მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად შე­გეძ­ლო აგე­ფეთ­ქე­ბი­ნა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ტან­კე­ბი. ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია კი უეც­რად გა­პა­რუ­ლი პა­ტა­რა სწრა­ფი ტან­კე­ბი იყო, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად შენი არ­წი­ვის აგუ­რის კედ­ლებს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ და მის და­ბომბვას იწყებ­დნენ. ყო­ველ ახალ ეტა­პთან ერ­თად ლან­დშაფ­ტე­ბიც იც­ვლე­ბო­და და ახა­ლი, უფრო რთუ­ლი და­ჯავ­შნუ­ლი ტექ­ნი­კა ერ­თვე­ბო­და ბრძო­ლა­ში. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ აზარტს მა­ტებ­და გარ­თო­ბას.

1 2