წელს კინოფესტივალმა პირველად ითანამშრომლა ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალთან 90- წამიანი ფილმების კონკურსთან DePict!-თან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში კინოფესტივალმა ადგილობრივი კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ბრისტოლის კონკურსის ანალოგიაა და რომლის შედეგებიც საფესტივალო დღეებში გამოვლინდა. 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართა შორთ ლისთში მოხვედრილი 30 ფილმის ჩვენება, რომელიც 130 ფილმიდან შეირჩა. ჩვენების შემდეგ გამოცხადდა სამი გამარჯვებული, რომელიც სპეციალურად შერჩეულმა ჟიურის წარმომადგენლებმა: რეჟისორმა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა, რეჟისორმა დავით ჯანელიძემ და ბრისტოლის კინოფესტივალ “Encounters”-ის დირექტორმა რიჩ უორენმა გამოავლინეს.

ამ კონკურსში თქვენი მონამორჩილიც მონაწილეობდა დოკუმენტური ფილმით „აპოლო’’, რომელიც 110 წლის მოდერნის სტილის კინოთეატრის შესახებაა.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად წლევანდელ კინოფესტივალს არ აურჩევია სპეციალური თემა და პირველად წარადგინა პროგრამა „ინდუსტრიული დღეების’’ გარეშე.

მაგალითად,შარშან ხუთასწლოვანი ისტორიის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საქართველო მასპინძლობდა და ამის გამო 2018 წლისკინოფესტივალის მთავარი თემა ლიტერატურა და კინო იყო.

წელს ფესტივალზე არაერთი ფილმი სექსუალურ უმცირესობების შესახებ გახლდათ და შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი კინოფესტივალის მთავარი თემა გარკვეულწილად სწორედ უმცირესობები იყო.

რაც შეეხება კინოფესტივალის სხვა ტრადიციულ სექციებს. სექცია „ევროპული კინოს ფორუმი’’, როგორც ყოველთვის, გამორჩეული ევროპული ფილმების ნაკრებიწარადგინა – სულ 22 ფილმი, საიდანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია:About Endlessness / უსასრულობის შესახებ – Roy Andersson, Sweden, 2019;Freedom / თავისუფლება – Albert Serra, Spain, 2019;God Exists, Her Name is Petrunya / ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია – Teona Strugar Mitevska, Macedonia, 2019;Vitalina Varela / ვიტალინა ვარელა – Pedro Costa, Portugal/Cayman Islands, 2019;Young Ahmed / ახალგაზრდა აჰმედი – Jean-Pierre and Luc Dardenne, Belgium/France 2019.

სექცია „ჰორიზონტები’’ მოიცავდა აზიასა და აფრიკაში შემქნილ ფილმებს: A Dog Barking at the Moon / ძაღლი უყეფს მთვარეს – Xiang Zi, China/Spain, 2019;Abou Leila / აბუ ლეილა – Amin Sidi-Boumédiène, Algeria/France, 2019;Castle of Dreams / ოცნების კოშკი – Reza Mirkarimi, Iran, 2019;Chained / მიჯაჭვული – Yaron Shani, Israel, 2019;So Long, My Son / მშვიდობით, ჩემო ბიჭო! – Wang Xiaoshuai, China, 2019;The Wild Goose Lake / გარეული იხვის ტბა – Yinan Diao, China/France, 2019.

წელს ცალკე სექცია იყო „ამერიკები’’, რომელიც უახლეს ფილმებს ამერიკის ორივე კონტინენტიდან მოიცავდა.

A Hidden Life / დამალული სიცოცხლე – Terrence Malick, USA/Germany 2019;Bacurau / ბაკურაუ – Kleber Mendonça Filho, Juliano Dornelles, Brazil/France, 2019;Family Members / ოჯახის წევრები – Mateo Bendesky, Argentina, 2019;Genesis / დაბადება – Philippe Lesage, Canada, 2019;Ghost Town Anthology / გამქრალი ქალაქის ანთოლოგია – Denis Côté, Canada, 2019;Give Me Liberty / მომეცი თავისუფლება! – Kirill Mikhanovsky, USA, 2019;Matthias & Maxime / მათიასი და მაქსიმი – Xavier Dolan, Canada, 2019;Monos / მონოები -–Alejandro Landes, Colombia/USA, 2019;The Farewell / გამომშვიდობება – Lulu Wang, China/USA, 2019.

ფესტივალის ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი სრულყოფილი ქართული პანორამა ჩატარდა.

სრულმეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში წარმოდგენილი იყო:„უარყოფითი რიცხვები’’ – უტა ბერია; „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე’’ – დიმიტრი ცინცაძე; „ღორი’’ – გიგა ლიკლიკაძე; „კომეტები’’ – თამარ შავგულიძე; „ბოროტმოქმედი’’ – დიმა მამულია; „ოქროს ძაფი’’ – ლანა ღოღობერიძე.

მოკლემეტრაჟიანი ფილმები:„მამული’’ – გიორგი სიხარულიძე; „ცხოველი’’ – ამირან დოლიძე; „ტრადიცია’’ – იოსებ ბლიაძე; „თემო’’ – ლაშა ცქვიტინიძე; „დასასრულის დასაწყისი’’ – გიორგი ქასრაშვილი; „აცახცახებული გული’’ – ვაჟიკო ჩაჩხიანი; „სელფი გაზქურასთან’’ –ირინა ჯავახაძე; „ხმის კონტროლი’’ – გიორგი სულაძე; „ვიდრე წავიდოდე’’ – ელენა ცაგარეიშვილი; „მესამე ზედმეტი’’ – ოთარ ბერძენიშვილი; „კახეთის მატარებელი’’ – ლალი კიკნაველიძე; „When Money Had Its Body’’ – თამარ მაღრაძე; „სამაია’’ – ლევან შუბაშვილი; „უბიუჯეტო ფილმი’’ – ნინა ხატიაშვილი; „არჩევანი’’ – გიორგი ვარსიმაშვილი; „მარქსის ქუჩა 12’’ – ირინა ჟორდანია; „ხედავ იმას, რასაც მე’’? – ანანო ბაკურაძე.

დოკუმენტური ფილმები:„12 გაკვეთილი’’ – გიორგი მრევლიშვილი; „მოსავალი’’ – მიშო ანთაძე; „სანამ მამა დაბრუნდება’’ – მარი გულბიანი; „სხვა მეზობლები’’ – ნიკა წიკლაური; „პური და მარილი’’ – სალომე რაზიკაშვილი; „ღვინის ნულოვანი მერიდიანი’’ – ნანა ჯორჯაძე. სპეციალური ჩვენებები: „უჟმური’’ – ნუცა ღოღობერიძე (1934); „ქორწილი’’ – მიხეილ კობახიძე (1964); „პასტერნაკი’’ – ნინო კირთაძე (2019).

ფესტივალის დახურვის ფილმი ქართველი რეჟისორის, სცენარისტის და მსახიობის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის მიხეილ კობახიძის „ქორწილი’’ იყო.

როგორც ყველამ ვიცით, სახელოვანი ქართველი კინორეჟისორი წელს გარდაიცვალა, 13 ოქტომბერს, 80 წლის ასაკში.

ისიც მინდა ვთქვა, რომ 2014 წლიდან პროექტ „კინო სკოლის’’ ფარგლებში გამოჩენილი რეჟისორის ფილმებს რეგიონის და თბილისის სკოლებში რეგულარულად ვუჩვენებ მოსწავლეებს.

მოკლედ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა უკვე მეოცედ, წლის საუკეთესო კინომოსავალი შეაჯამა და  მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობა.

 

 

1 2 3