რემისია

 

ხელის კანკალით, გულის თრთოლვით,
ვტოვებდით ერთმანეთს, ხორცო ჩემო
და ჩემში მოვიდა თოვლი. თოვლი…
თოვლი იყო თუ მომეჩვენა?!
გახსოვს- ვანილის, ნუშის გემო?
შენი ავრეხი განაშენი?
იძირებოდა გემი, გემო…
გემი იყო თუ მამაშენი.
სახლებს არ უყვართ ნესტი, სურო…
ასეთმა სახლებმა შეგვიყვარეს!
ახლა სადა ხარ , სულო, სულო?!
სულში რა უნდა ყვავებს, ყვავებს?!
განზრახ იხსნიან როცა ღვედებს,
ღმერთო, იხსნიან როცა ძარღვებს,
ღმერთო, სუყველას გადმოგვხედემეც, ამ უკანასკნელ მამაძაღლსაც.
ერთი ცხოვრება, ერთი მძიმე,
თვლებით აკინძული მძივებია.
სულში რა უნდა წვიმებს, წვიმებს?!
და მაინც, მხოლოდ წვიმებია.
ასე წვალებით, ასე გვემით,
ხელის კანკალით, გულის თრთოლვით,
იძირებოდა გემი, გემი…
გემი იყო თუ თოვლი, თოვლი…
მოვლილი უდაბნო უკუმისოდ,
შენი მიწებიც უკან დამრჩა,
რუხი ყანჩების უგულმისო,
საით მიფრინავდა რუხი ყანჩა?
რკინის საწოლი , რკინის კარი,
კაცში დარჩენილი ნოემბერი,
ნოემბერში კი- ქარი ,ქარი,
ქარი, სამხრეთით მონაბერი.
კაცში -გვიანი შემოდგომა,
ხმელი ფოთლები, ხმელი, ხმელი…
ხელზე – ფოთლების კვდომა , კვდომა,
კვდომა -ფოთლებზე ხელის , ხელის.

 

 

 

1 2 3 4 5