ფილმში რთულად თუ ნახავთ სცენას, რომელშიც მთავარი პერსონაჟის გამოსვლაზე გაგეცინებათ, ყველაზე სასაცილო და ამასთან ტრაგიკული სცენები სასამართლო დარბაზებში, ციხის პაემნებზე, საძინებელ ოთახებში და ელიტურ ვახშმებზე თამაშდება, სადაც ამერიკული ფსევდოკონსერვატიზმის, საზოგადოებაში ღირებულებების დევალვაციის თუ ავტორიტეტული ფიგურების მომხვეჭელობის ავთენტურ აღწერებს ვაწყდებით.

ის რაზეც ლენი ბრიუსი და ბობ ფოსი სატირისტულად ხუმრობენ, დღეისათვის კვლავ რჩება საკითხებად, რომლებიც იმსახურებს გაქილიკებას, თუმცა იმ ფაქტზე, რომ ნახევარი საუკუნის წინ არსებული პრობლემები და მანკიერი პრატქიკები ისევ არსებობს სახეცვლილი და ადაპტირებული ფორმით, უკვე სულ უფრო ნაკლებ გვაქვს უფლება რომ გავიცნოთ.

 

 

1 2 3