და ბოლოს, წიგნი ეხება ჩვენს სურვილსა და ძალისხმევას, რომ  მოვალეობები კარგად შევასრულოთ და ქება დავიმსახუროთ. გულისმომკვლელია ბავშვების მონდომება, თავზე ხელი გადაუსვან, იყვნენ სანიმუშო „მზრუნველები“, რომ მათ, ვინც ორგანოების გაცემა დაიწყეს, ტანჯვა შეუმსუბუქონ.  აი, რა აკავებთ მათ ამ გალიაში – აი, ამიტომაა, რომ არავინ გეგმავს გაქცევას, ან  „ნორმალურ“ ადამიანებზე შურისძიებას. რუთი თავს  ტყუილსა და ფუჭ ოცნებას აფარებს. ტომს მხოლოდ სპონტანური უარყოფითი რეაქცია აქვს საკუთარი უსუსურობის მიმართ, თუმცა შემდეგ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ  თავი ვერ შეიკავა. კაძუო იშიგუროს სამყაროში, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანის  სამყაროში, ადამიანების უმრავლესობა იმას აკეთებს, რაც ევალება.

და ისევ და ისევ ორი სიტყვა მეორდება. ერთი, როგორც ხვდებით, არის „ნორმალური“ და მეორე – „გევალება“. ვინ განსაზღვრავს, რას ნიშნავს „ნორმალური“? ვინ გვეუბნება, რა გვევალება? ჩვენს ისედაც დაძაბულ დროში ეს შეკითხვები უფრო და უფრო მეტ დაძაბულობას ქმნის. და თუ არ ვცდები, მომავალში უფრო მეტად გაგვიჭირდება მათზე პასუხის გაცემა. არა მგონია, არ გამიშვა ყველას საყვარელი წიგნი გახდეს. ის არაა გმირებსა და ჩადენილ გმირობაზე და არც დასასრული აქვს ბედნიერი. ესაა დიდი ოსტატის მიერ ბრწყინვალედ დაწერილი წიგნი ურთულეს თემაზე: ჩვენზე.

 

1 2 3