ბრიუს ლის უნიკალურმა ვიზუალურმა გავლენამ და მისმა სიკვდილმა უბიძგა უამრავ ევროცენტრისტს უშუალოდ შეხებოდნენ, დაინტერესებულიყვნენ მისით და მისი აჩრდილის მემკვიდრეობით. “ლის სიკვდილმა შექმნა კრიზისი”, ამბობს ლეონ ჰანტი, “იმ სიცარიელის შევსება, რასაც კუაი ჩონგ ლო უწოდებს – “სიცარიელე, რომელიც მისმა სხეულმა შექმნა”. კინოში ვაკუუმი გაჩნდა. სიცარიელე სწრაფად შეივსო ასლებით, რე-რელიზებით, გადარედაქტირებული ვერსიებით და ახალი პროდუქტებით, რომელიც ბრიუს ლის “კლონებს” ქმნიდა, მოკლედ სრული სუბჟანრი ფილმებისა და კომერციისა, რასაც შემდგომში ეწოდა “ბრიუსლიპლუატაცია” (“Bruceploitation” ბრიუს ლი + ექსპლუატაცია). მილერი დამწუხრებულია, რომ ბრიუს ლის გარდაცვალების შემდეგ, სადღაც ორ წელიწადში, მისი სახელი გადაიქცა კლიშედ. ყველა ასოცირებულ მოვლენაზე თუ საგანზე მისი სახე ან სახელი ფიგურირებდა, იქნებოდა ეს სპორტდარბაზი, კინოსტუდია, თუ აღმოსავლური ორთაბრძოლის მიმართულება.

ბრიუს ლის სახელი გადაიქცა “კუნგ ფუს” მეტონიმიად, ანდა ცნებად რაიმე ქმედებისა და ეს ქმედება იყო ორთაბრძოლა. მისი გამოსახულებების მქონე ნივთები იყიდებოდა როგორც ბევერლი ჰილზის ბუტიკებში, ასევე არაბული ტიპის ბაზრებში, მარაქეშში მაგალითად, იყო გრაფიტები კედლებზე, სახლებზე კიევში და პარიზში, მისმა ფიგურამ მოიცვა ასევე ცენტრალური აფრიკა და ავსტრალია. ლის იმიჯი პირდაპირპროპორციულია საბრძოლო ხელოვნებისა, თუმცა მისი რეპუტაცია, როგორც მეოცე საუკუნის საბრძოლო ხელოვნების ღმერთისა, ნამდვილად არის ორსახოვანი, არაცალსახა. რაც ცალსახაა ბრიუს ლის ირგვლივ, ეს მისი მნიშვნელობაა. აი, რას ამბობს მილერი ამაზე: „დრაკონის გამოსვლაში“ ბრიუს ლის მოძრაობები სრულად ფლუიდურია… მისი რიტმულობა იყო მკაფიო, ის იყო სწრაფი, უფრო სწრაფი ვიდრე მუჰამედ ალი. ამიტომაც მისი მოძრაობები შეუმჩნეველი ჩანდა. შენ შეგეძლო მისი ტექნიკის მხოლოდ დასაწყისის და დასასრულის ხილვა, მაგრამ არა შუა ნაწილისა. მუშტები დაფრინავდა, ფეხები ლივლივებდა, დარტყმები აქეთ-იქით, ცუდი ბიჭების მისამართით. დარტყმები, უფრო და უფრო მეტი დარტყმები. დარტყმისას ლის კიდურები ისე საოცრად მოძრაობდა კამერაში, თითქოს ნაჭრებად ჭრიდა ეკრანს. და ბოლოს, ლი იყო ის ერთადერთი ჭეშმარიტად გულწრფელი ფიგურა, ვინც მე მინახავს, ალის შემდეგ. ლი იყენებდა ხელ-ფეხს, როგორც კარგი, კეთილი შემოქმედი. მუხლებით და იდაყვებით, მხრებით და თავით,  ის სრულყოფილებას და საოცარ ბალანსს ქმნიდა. უფრო საოცარია: უმოძრაოდაც რომ  იდგა, მასში მაინც მოძრაობდა რაღაც. მილერი მოგვითხრობს ფილ ოშის დაკვირვების შესახებაც, სადაც ის აღწერს მის პირველ შთაბეჭდილებებს ბრიუს ლიზე. მისთვის ბრიუს ლი არ ყოფილა James Arness- ის მსგავსი ვულგარული, მთვრალი, შეიარაღებული ბანდიტი, არც გაჯეტებით აღჭურვილი ჯეიმს ბონდი, რომელმაც უნდა გადაგარჩინოს, არც ჯონ უეინის კალიბრის სასტიკი მებრძოლი, რომელიც ამტვრევს მაგიდებს, ბრიუს ლი ახდენდა სხეულის მეცნიერების დემონსტრირებას, მისი უმაღლესი გამოხატულებით და რაც არ უნდა აღმაშფოთებელი მოგეჩვენოთ, ძალადობა სასიამოვნო ხდებოდა. ეს სინგულარობა, ეს უნიკალურობა, ეს ხდომილება იყო ყველაფრისგან განსხვავებული და მიზეზი თუ რატომაც გახდა ის “უსახური, როგორც ღმერთი”. დელიოზი და გატარის პრინციპებით, ბრიუს ლი იყო შეუდარებელი “გრძნობითი ხდომილება” (sense event). მხოლოდ ბრძოლით ვერ გახდები ბრიუს ლი: ბრიუს ლიმ არა მხოლოდ შექმნა საბრძოლო ხელოვნება 1973 წლიდან, არამედ მანდ შექმნა საჯარო დისკურსი აღმოსავლეთის და დასავლეთისა. ჩვენ მივიღეთ ფაქტი, რომ დღეს არ არსებობს პლანეტაზე მებრძოლი, რომელიც არ იყოს ინსპირირებული ბრიუს ლის ხელოვნებით და არ იყოს მისი გავლენის ქვეშ, მაგრამ ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ როგორი ხელშესახები, პოპულარული გახდა საბრძოლო ხელოვნება ბრიუს ლის შემდეგ. მისი არსებობის გარეშე, შეიძლება არც გვქონოდა გაგებული კუნგ ფუს შესახებ.

მილერის მიხედვით, ლის სიკვდილამდე 500 ზე ნაკლები აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების სკოლა იყო მსოფლიოში, გვიან  90- იანების ბოლოს  კი მხოლოდ ამერიკაში 20 მილიონი მოსწავლე ჰყავდა ასეთი ტიპის დაწესებულებებს. რა თქმა უნდა, ბრიუს ლი იყო მხოლოდ ერთი ხდომილება, თუნდაც მომენტი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც დასავლეთი დაინტერესდა აღმოსავლეთით. ეს იყო ორიენტალისტური პროექტი. ერთი მხრივ, ის არ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ დასავლური ინტერესის ნაწილი. ის შემდეგ უკვე დაიმკვიდრებს საკუთარ უნიკალური ადგილს. ბრიუს ლი ხდება სახეხატი, მოძრაობის, მოქმედების სიმბოლო. მეტაფორა და მეტონიმია საბრძოლო ხელოვნებისა, გრძნობითი ხდომილება, ცნება. მილერის მიხედვით: გარდა იმისა, რომ ბრიუს ლიმ დასავლეთს, ევროცენტრისტებს შესთავაზა, ანახა აზიური კულტურა და ფილოსოფია ისე, როგორც არავის უქნია მანამდე ისტორიაში, მან აგრეთვე დღის წესრიგში შემოიტანა ჰიპერფიტნესის ტანის კულტურა ჩვენ საუკუნეში. ლიმდე ფიტნესი და სხეულის მუსკულატურა არ იყო აქტუალური. “დრაკონის გამოსვლაში” მისი ტანი განუმეორებელია. მან ერთგვარი ესთეტიკა დააფუძნა, რომელიც 21-ე საუკუნის ევოლუციურ მიზნად ითარგმნა, ქალისთვისაც და კაცისთვისაც – ფიტნეს სხეულად. ეს ყველაფერი, ლის პატივისცემა, მისი ფეტიში უკვე სამი დეკადაა რაც გრძელდება. ბრიუს ლის გავლენა პოპ კულტურაზე უდიდესია, როგორც კინემატოგრაფიული, ისე კულტურული ყოველდღიურობის მხრივ, თუმცა მისი ამ გავლენის ფუძე მაინც კინემატოგრაფიულად დეტერმინირებულია. ხოლო ეს ორივე განზომილება, არაა მარტივად გამოსაცნობი და ახსნადი.

თარგმნა  გური სულთანიშვილმა

 

 

1 2