ჩივილი

 

აბა, ვის გინდა შესჩივლო, გულო,

თანდათან უფრო უარყოფილი ხდება შენი გზა

რომელიც ამდენ გაუგებარ ადამიანში

წარმატებით უნდა გაიგნო.

ფუჭია ეს გზა ალბათ, რადგან  არა  ღალატობს

მიმართულებას დაკარგული მომავლისაკენ.

 

ადრეც ჩიოდი,  თუმცა  მაშინ  შენი  ჩივილი

ჰგავდა უმწიფარ  კენკროვანი ნაყოფის ვარდნას,

როცა ისედაც ცხადია   რომ ხმამაღალი სიხარული ნაადრევია.

მაგრამ  ახლა

ხმამაღალი სიხარულის ხე გადატყდა შუაზე ჩემში,

ჩემში ნელა ამოზრდილი, ქარიშხალში ამოზრდილი

სიხარულის  ხე,-

ყველაზე უფრო მომხიბლავი  ჩემს უხილავ პეიზაჟში,-

ხე –  რომლითაც დამინახეს და შემიცნეს ანგელოზებმა.

 

 

 

ო, ღმერთო, მიეც საკუთარი სიკვდილი ყველას.

 

ო, ღმერთო, მიეც საკუთარი სიკვდილი ყველას.

გარდაცვალება, გასვლა მშვიდად იმ ცხოვრებიდან

სადაც უყვარდათ,  ფიქრობდნენ და ითხოვდნენ შველას!

 

 

 

 

                                                                        თარგმნა ირმა შიოლაშვილმა

 

 

 

1 2 3