გევედრები, ნუ წახვალ

 

ლამაზთა მეფევ და ანგელოზო,

ქალო, ღმერთქალო, გვედრებ, ნუ წახვალ!

შენგნით ავად ვარ უდიაგნოზოდ,

ჩემო მკურნალო, გვედრებ, ნუ წახვალ!

 

საბაირამოდ ხარ მოსართავი,

შემოსაწირად არა ღირს კრავი!

მე ვარ ზვარაკი, ეს ჩემი თავი

შენ გენაცვალოს, გვედრებ, ნუ წახვალ.

 

აბა რა გითხრა, ო ტანწერწეტავ,

აშუგ ალესკერს გასწირავ ნეტავ?

დამნაშავე ვარ, მაინც გავბედავ,

გეტყვი, მზის თვალო, გვედრებ, ნუ წახვალ!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7