გიული

 

ამიფრინდი წყალთან ფარშევანგივით,

შენ დღესავით ლამაზი ხარ, გიული!

ბაგე ტკბილი ბადაგივით, ბანგივით,

როცა მიმზერ, რა ნაზი ხარ, გიული!

 

თვალს მარიდებ, გულზე ცეცხლი მედება,

იოსების გზები დამებედება.

გული გულობს, ნატვრა გულში ბერდება,

როცა გნახავ, სულ ასე ხარ, გიული!

 

ალესკერი გენაცვალოს, ჭირიმე,

შემომხედე, გულს ნუ გამიხირიმებ.

გამიცინე, შენთვის მოვთქვამ, ვტირი მე,

სატრფოს მკერდზე შენ საზი ხარ, გიული!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7