გულანდამი

 

შენ გნახე და ჩემს თავს გადავუდექი,

ჭროღათვალავ, წარბებმშვილდა გულანდამ!

ერთხანს ასე მონუსხული ვიდექი,

უცებ მივხვდი, თუ რა მსურდა, გულანდამ!

 

მოკაზმულხარ ქალი ფარშევანგივით,

ჭროღა თვალებს სირმა შვენის ლანდივით.

სულს ალხინებ, გულს ამღერებ ჩანგივით,

დრო სიცოცხლის კვალსა შლიდა, გულანდამ!

 

არ იკითხავ, ალესკერი სად არი?

ვერ უნახავს ყვავილს თვისი სადარი.

აგესხლიტოს მკერდზე, თვალი მზად არი,

საბოძვარი შენგნით მინდა, გულანდამ!

 

 

1 2 3 4 5 6 7