გამორჩეული
ვინახულე ლამაზების მეჯლისი,
მათში ვნახე ერთი გამორჩეული.
ცეცხლის ალი გადმომედო მე მისი,
თვალში მომხვდა მკერდი გამორჩეული.
ლამაზები — ტრფიალ სულის სარკენი,
მათ ვერ აღწერ კარგი სიტყვით, კარგ ენით.
ყანდი-თაფლზეც უტკბილესი ბაგენი,
თაფლის ფიჭა გვერდით, გამორჩეული.
ალესკერი, არ თქვა, გიჟად ნახესა,
მზე და მთვარე შენატრის მის სახესა.
ვიხილე და მოვწყდი დარდის მახესა,
ქალია, თუ ღმერთი გამორჩეული.