არ მეწყინება

 

გინდ დამიმონე, გინდა მომკალი,

დასტურ ეს გული, არ მეწყინება.

მე შენმა ნატვრამ გამამიჯნურა,

წარმტაცე სული, არ მეწყინება.

 

ვჭკნები, არ ძალმიძს ერთ დღეს არ გნახო,

ნება მიბოძე, მოგეარტახო.

ასჯერ გამძარცონ, გამაპარტახონ,

ჩვრად მიღირს ფული, არ მეწყინება.

 

ალესკერი ვარ, მოვიხვევ ალებს,

ვეტრფი მაქ თვალ-წარბს, მაგ გიშრის თვალებს.

წყაროს ბილიკზე დამასამარე,

ზედ გზა დაიდე, არ მეწყინება.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7