იცნო

 

მარგალიტი შავ ქვებს შორის ვიხილე,

თვალი იცნო თვალმა მონატრებულმა.

იმ გულცივას არც კი ვახსენდებოდი,

კვალი იცნო კვალმა მონატრებულმა.

 

ყვავილია დაუმჭკნარი ედემის,

ანგელოზი, თანაც მოდგმა ადამის.

ბროლის ყელი, კბილნი ქარვით ნათალნი,

ხალი იცნო ხალმა მონატრებულმა.

 

გოქჩაზე ვარ მიჯაჭვული-მიბმული,

ალესკერად მიცნობს ოდით მზის გული.

აშუღიც ვარ, დერვიშიც და მიჯნურიც,

ალი იცნო ალმა მონატრებულმა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7