სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#585; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საპრემიო ფონდისა და პრემიების ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის 2024 წლის 8 ივლისის #02-19/200 წერილის საფუძველზე,

დამტკიცდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საპრემიო ფონდი და მისი ოდენობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ბიუჯეტის მიხედვით თითოეული ბლოკისთვის განისაზღვროს კონკრეტული ბლოკისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების მთლიანი თანხის არაუმეტეს 2 პროცენტის ოდენობით.