სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#584; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში ახალ შენობაში გადასვლის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ შესყიდვებთან დაკავშირებით ტენდერების გამოცხადებაზე და ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 8 ივლისის #1243 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში ახალ შენობაში გადასვლის პროექტის ფარგლებში, მრავალფუნქციური სამაუწყებლო დონის სატელიტური და IP ტრანსპორტის მოწყობილობების, სატელიტური ენკოდერების, რესივერის, პროცესორების, გარდამქმნელების და სხვა აპარატურის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.