სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#583; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვის მიზნით, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,
მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვის მიზნით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ (ს/კ 203 829 250).