სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#582; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კალათბურთში საერთაშორისო ტურნირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით Federation Internationale De Basketbol-თან (FIBA) არსებულ ხელშეკრულებაში დამატების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 20 მაისის #958 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, მიმდინარე წლის 2-7 ივლისს ლატვიაში, ქ. რიგაში გასამართი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩების (სულ 9 მატჩის) საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით, გააფორმოს შესაბამისი დამატება ძირითად ხელშეკრულებაში Federation Internationale De Basketbol-თან (FIBA).