სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#581; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში ახალ შენობაში გადასვლის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე და ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 5 აპრილის #614 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში  ახალ შენობაში გადასვლის პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის ტერიტორიის (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N31) კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.