სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 4 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 29 მარტის N571 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული ინფორმაციის ცნობად მიღება;

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა-დამტკიცება;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა-დამტკიცება;

4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საქართველოს პარლამენტში და მარეგულირებელ კომისიაში წარსადგენი 2023 წლის ანგარიშები (ცნობად მისაღები);

5. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორის N02-19/103 წერილში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (საკითხი ეხება 4 კომპლექტი სტუდიური კამერის, 4 ცალი ობიექტივის და ერთი ცალი პორტატული, გორგოლაჭიანი ურიკის შესყიდვაზე თანხმობის მიცემას);

6.მიმდინარე საკითხები.