სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე 2024 წლის 08 ივლისს N1243 გამოგზავნილ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (საკითხი ეხება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში მდებარე ახალ შენობა-ნაგებობებში გადასვლის პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას, მრავალფუნქციური სამაუწყებლო დონის სატელიტური და IP ტრანსპორტის მოწყობილობების, სატელიტური ენკოდერების, რესივერის, პროცესორების, გარდამქმნელების და სხვა აპარატურის სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გენ. დირექტორი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას);
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე 2024 წლის 8 ივლისს N02-19/200 გამოგზავნილ წერილში აღნიშნული საკითხის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (საკითხი ეხება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ბიუჯეტში, თითოეული ბლოკისთვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების მთლიანი თანხის არაუმეტეს 2 პროცენტის ოდენობით საპრემიო ფონდის განსაზღვრაზე გადაწყვეტილების მიღებას);
3. მიმდინარე საკითხები.